5 რამ, რაც ჰაკერებს არ უნდათ რომ იცოდეთ
ყველა ჩვენგანს მიუღია შემდეგი სახის e-mail:„ ძვირფასო გამარჯვებულო,
გილოცავ! თქვენი e-mail მისამართი შერჩეულ იქნა როგორც გამარჯვებული და გადმოგეცემათ 100 000$. გთხოვთ დაუკავშირდეთ ჩვენს აგენტს, რათა გადმოგცეთ თანხა. არ დაგავიწყდეთ თქვენი მომგებიანი კოდის გამოყენება: 1234ABCD“
ერთი შეხედვით სრულიად უწყინარი შეტყობინებაა, თუმცა არის უამრავი ადამიანი, რომელიც უფრო ვერაგ და ჭკვიანურ ხერხებს იყენებს, თქვენი კომპიუტერის დასავირუსებლად. მნიშვნელოვანია ტელეფონზე საუბრისას არ უნდა წამოგცდეთ ისეთი ინფორმაცია, რომელიც თქვენს პირად ანგარიშებს შეუქმნის საფრთხეს. არავინ არაფრისგან არის დაზღვეული. თავად ჰაკერებიც კი თავიანთი დაუდევრობის გამო ხდებიან ვირუსი შეტევის მსხვერპლნი.
მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების მსხვილი კომპანიები ბიუჯეტის დაახლოებით 10 %-ს IT უსაფრთხოებას ახმარს, რათა თავიდან აიცილონ რეალური საფრთხე. ინტერნეტის საზღვრები და შესაძლებლობები დღითიდღე იზრდება და ასევე იზრდება საფრთხის საშიშროებაც.
რა უნდა გავაკეთოთ, რათა თავიდან ავიცილოთ საფრთხე ? ქვემოთ ჩამოთვლილია 5 რამ, რაც ჰაკერებს არ უნდათ რომ იცოდეთ:

- საფრთხე ინტერნეტში და მის გარეთ
- ზარმაცი ხალხი
- თქვენი პატივმოყვარეობა შეიძლება თქვენსავე წინააღმდეგ იყოს გამოყენებული
- რაც უფრო მეტ ინფორმაციას ატვირთავთ ინტერნეტში თქვენს შესახებ, მით უფრო მაღალია დავირუსების საფრთხე
- უძლეველი არავინაა, მათ შორის არც თქვენ
სამყაროს გაუმჯობესების 5 გზა მაჰათმა განდისგან
განდი, მიუხედავად იმისა, რომ ის საკმაოდ თავმდაბალი და აღნაგობით პატარა ადამიანი იყო, მან რეალურად შეძლო სამყაროს შეცვლა უკეთესობისკენ. ზუსტადაც რომ მისმა უზომოდ კაცთმოყვარე, მშვიდობის მაძიებელმა და მოკრძალებულმა თვისებებმა მოუტანა მის საზოგადოებას თავისუფლება.
„ძალაუფლება ორი გზით მოიპოვება. ერთი დაფუძნებულია შიშსა და დასჯაზე,ხოლო მეორე სიყვარულზე. სიყვარულით ნაშენებიძალაუფლება ათასჯერ უფრო ეფექტური და მუდმივია, ვიდრე შიშისგან აღმოცენებული“ - მაჰათმა განდი
ძალიან ცოტა ადამიანი მოიძებნება მსოფლიოში, რომლის სახელიც ამდენად დაკავშირებულია ძალადობასთან მშვიდობიანი გზით ბრძოლასა და სამოქალაქო აზროვნების განვითარებსთან.
განდი ასევე ცნობილია როგორც საუკეთესო მასწავლებელი მშვიდობის, ჰარმონიის, სიყვარულისა და ურთიერთპატივისცემის.
მისმა მოწოდებებმა და სწავლებამ მილიონობით ადამიანს მისცა საშუალება გაეანალიზებინა ცხოვრება, მოეხდინათ გამოწვევების გადაფასება და უბრალოდ ეცხოვრათ ბედნიერად.
1 შეიცვალეთ
“შეიცვალეთ ისე, როგორ სამყაროსაც გსურთ რომ ხედავდეთ”
შეიცვალეთ უკეთესობისკენ, ისე როგორი სამყაროც გსურთ რომ იყოს თქვენს გარშემო. ამისთვის დიდი შრომაა, მოთმინება და მიზანსწრაფულობაა საჭირო. განდიმ ეს სიტყვები საკუთარ თავზეც გამოსცადა. მიუხედავად დაჭერის, შიმშილისა და სიკვდილის საფრთხისა მუდამ მშვიდი, მტკიცე და კაცთმოყვარე ადამიანი იყო. შეგვიძლია მოვიკრიბოთ ძალები რომ განდისნაირი ცვლილება მოვახდინოთ საკუთარ თავში?
ერთ ადამინს შეუძლია სამყაროს შეცვლა. ყველაფერი ერთით იწყება…
2: სიძლიერე სიმშვიდისგან
“უამრავი მიზეზია რის გამოც შეიძლება მოვკვდე, მაგრამ არცერთი რამაც შეიძლება მომკლან”
განდი იყო რევოლუციონერი, გმირი და ერის ლიდერი. მან მიიყვანა საკუთარი ხალხი დამოუკიდებლობამდე ფენომენალური სიმტკიცით. დღეს ასეთი დამოკიდებულება შეიძლება მიუღწეველიც კი იყოს ვინმესთვის. მან აჩვენა, რომ თავგანწირვა და მამაცობა (და არა სიკვდილი და ნგრევა) არის რეალური ცვლილებების წყარო.
ნებისმიერ ადამიანს აქვს უნარი რომ შეცვალოს სამყარო, საზოგადოება, მშვიდობიანი აქტივობით. მოქმედების დროა…
3: ძალადობა არაა საჭირო
“თვალი თვალის წილ, მსოფლიოს აბრმავებს”
ერთადერთი რასაც განდი ვერ ეგუებოდა ეს ძალადობაა. უამრავი მისი ფრაზაა ამ საკითხთან დაკავშირებით. განდი ასწავლიდა, რომ კულტურული, რელიგიური და პოლიტიკური შეხედულებები არ უნდა იყოს ომებისა და დაპირისპირებების მიზეზი.
4: მისდიეთ სიმართლეს
“მიუხედავად იმისა რომ უმცირესობაში შეიძლება იყოთ, სიმართლე მაინც სიმართლეა”
თქმაც არაა საჭირო, რომ მაჰათმა განდი სიმართლის დიდი ქომაგი იყო. მუდამ აფრთხილებდა ხალხს რომ ბრმად, ანალიზის გარეშე ინფორმაციის ნდობა არ შეიძლება. პროპაგანდა ყოველთვის სიმართლის მატარებელი არ არის. ერთადერთი გზა ჭეშმარიტების დასადგენად საკითხის გახსნილად და კრიტიკულად შეფასებაა.
ასე, რომ მუდმივად გაანალიზეთ თქვენთვის მოწოდებული ინფორმაცია.
5: აკონტროლეთ თქვენი ფიქრები
“ადამიანი საკუთარი აზრების შედეგია. რასაც ფიქრობს, ის აუხდება”
განდი უაღესად დისციპლინირებული და საკუთარი სურვილებისკენ მტკიცედ მიმავალი ადამიანი იყო. ერთადერთი გზა მისი წარმატებისა იყო ქვეცნობიერი და პროდუქტიული პოზიტიური აზროვნება.
მართლაც, რომ ნებისმიერი ადამიანი საკუთარი აზრების შედეგია, ამიტომ პოზიტივი მუდამ აუცილებელია წარმატების მისაღწევად და სიმშვიდის შესანარჩუნებლად.
შედეგად კი, პოზიტიურ აზროვნება ნამდვილად შეცვლის ნებისმიერი ადამინის ცხოვრებას, უკეთესი იქნება ქალაქი, ქვეყანა, მსოფლიო…

13 რამ, რაც არ ახასიათებთ შინაგანად ძლიერ ადამიანებს
ამერიკელმა ფსიქოთერაპევტმა ემი მორინმა განსაზღვრა 13 წესი, რომელსაც გაუცნობიერებლად იცავენ ძლიერი და წარმატებული ადამიანები. გარდა მტკიცე ხასიათისა, შეუპოვრობისა და გონივრული ოპტიმიზმისა, მათ კიდევ ბევრი საერთო აქვთ:
1. არ ხარჯავენ დროს საკუთარი თავის სიბრალულზე.
თქვენ ვერასოდეს გახდებით იმის მომსწრე, თუ როგორ განიცდის სულით ძლიერი ადამიანი თავის სავალალო მდგომარეობა. ის არ ადანაშაულებს გარემო ფაქტორებს და ან წუწუნებს, რომ მას ცუდად მოექცნენ. ასეთი ადამიანი თავად არის პასუხისმგებელი საკუთარ ქმედებებისა და მათ შედეგებზე. ის გაგებით ეკიდება იმ ფაქტს, რომ ცხოვრება ყოველთვის სამართლიანი არაა. მას შეუძლია ღირსეულად გამოვიდეს შექმნილი მდგომარეობიდან, ჩათვალოს ეს ცხოვრების გაკვეთილად და დარჩეს მადლიერი. რთული სიტუაციის დროს წარმატებული ადამიანი ამბობს : „მერე რა, ვერაფერს იზამ!“ ან „შემდეგი!“
2. არ სარგებლობენ საკუთარი ძალაუფლებით.
სულით ძლიერი ადამიანები ცდილობენ არ ისარგებლონ ძალაუფლებით, რათა მათზე დაქვემდებარებულმა პირებმა არ იგრძნონ თავი ცუდად და დამცირებულად. წარმატებულ ადამიანებს შეუძლიათ გააკონტროლონ საკუთარი ქმედებები და ემოციები.
3. არ უფრთხიან ცვლილებებს
პირიქით, ისინი ესწრაფვიან ცვლილებებს და თამამად მიდიან რისკზე. მათი მთავარი „შიში“ (თუ საერთოდ ეშინიათ) არის ის, რომ არ გახდნენ ზედმეტად თავდაჯერებული და ერთ ადგილას მიყინული. ცვლილებების პერიოდი ავსებს მათ ენერგიით და ხდის კიდევ უფრო მიზანსწრაფულს.
4. არ ხარჯავენ საკუთარ ენერგიას იმაზე, რისი გაკონტროლებაც არ შეუძლიათ.
შინაგანად ძლიერი ადამიანები არ წუწუნებენ გზაზე საცობში მოხვედრისას, დაკარგულ ბარგზე, და განსაკუთრებით სხვა ადამიანების ქმედებებზე. ამ ფაქტებს აღიქვამენ როგორც არაკონტროლირებად მოვლენას. რთულ სიტუაციებში მოხვედრისას წარმატებული ადამიანები აცნობიერებენ, რომ ერთადერთი რისი გაკონტროლებაც შეუძლიათ არის მათი რეაქცია და დამოკიდებულება სიტუაციისადმი.
5. არ ცდილობენ ყველასთვის თავის მოწონებას.
ყველას შეგვხვედრია ისეთი ადამიანი, ვინც ცდილობს ირგვლივ ყველას ასიამოვნოს. თუ დაფიქრდებით, ასევე გაგახსენდებათ ადამიანი, რომელიც ტყავიდან ძვრება საკუთარი თავის დასამკვიდრებლად სხვების დაზარალების/გალანძღვის ხარჯზე. ორივე პოზიცია ძალიან ცუდია. მორალურად ძლიერი ადამიანები ცდილობენ მოიქცნენ სამართლიანად და იფიქრონ შთაბეჭდილების მოხდენაზე იქ, სადაც მიზანშეწონილია. ამავდროულად, მათ არ ეშიანიათ საკუთარი აზრის გამოთქმა, მიუხედავად იმისა, მოეწონებათ ის სხვებს, თუ – არა.
6. არ ეშინიათ გონივრული რისკის
მორალურად ძლიერ ადამიანს შეუძლია გონივრულად გარისკოს. მანამდე ის საფუძვლიანად აწონ-დაწონის ყველა შესაძლო რისკს, მოგების სიდიდეს და გაიანგარიშებს ყველაზე ცუდ (წამგებიან) სცენარს, და შემდეგ იღებს გადაწყვეტილებას გარისკვის შესახებ.
7. არ ნანობენ წარსულში დაშვებულ შეცდომებს
უნდა შეგეძლოს მიიღო წარსული ისეთი, როგორიც არის და გააგრძელო ცხოვრება. დააფასეთ წარსულში ნასწავლი, მაგრამ ნუ დახარჯავთ თქვენ გონებრივ და სულიერ ენერგიას წარსული იმედგაცრუებების ხელახალ განცდებზე და ნუ მიეცემით ნოსტალგიას. თქვენი განცდები და სინანული მაინც ვერაფერს შეცვლის უკეთესობისკენ.
8. არ იმეორებენ საკუთარ შეცდომებს
ალბათ ვიცით რა არის უგუნურება? უგუნური ადამიანი ზედიზედ, მრავალჯერ აკეთებს ერთი და იგივეს იმ იმედით, რომ მიიღოს განსხვავებული ან ადრინდელზე უკეთესი შედეგი. ძლიერი და ჭკვიანი ადამიანი თავად არის პასუხისმგებელი საკუთარ ქმედებებზე და მზად არის ისწავლოს დაშვებული შეცდომებისგან.
9. არ შურთ სხვისი წარმატება
იმისათვის, რომ სხვა ადამიანის წარმატებამ გულწრფელად გაგახაროს და აღგაფრთოვანოს, საჭიროა უჩვეულო უნარი და ძალისხმევა. სულით ძლიერი ადამიანები ფლობენ ამ უნარს. მათ არ შურთ და არ განიცდიან უსიამოვნო შეგრძნებებს, როცა სხვები აღწევენ წარმატებას. წარმატებული ადამიანები არ ეძებენ შემოვლით იოლ გზებს და თავდაუზოგავად მუშაობენ, რათა გაზარდონ საკუთარი შანსი წარმატების მისაღწევად.
10. მარცხის შემთხვევაში არ ნებდებიან!
ყოველი განცდილი მარცხი გვაძლევს გაუმჯობესების შესაძლებლობას. უმსხვილესი მეწარმეებიც კი აღიარებენ იმ ფაქტს, რომ ბიზნესის კეთებისას პირველი ცდები ხშირად კრახით დასრულებულა. ძლიერი ადამიანები მზად არიან მარცხისთვის, თუ ეს გარდაუვალია და აძლევს მათ საჭირო გამოცდილებას. ყოველი წარუმატებლობა გაახლოებთ სასურველ მიზანს.
11. არ უფრთხიან სიმარტოვეს
სულით ძლიერნი ტკბებიან მარტოობით. მარტოობისას აცნობიერებენ წარსულს და აწყმოს და გეგმავენ მომავალს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ მათი ბედნიერება და განწყობა არ არის დამოკიდებული სხვა ადამიანების ქცევაზე. მათ შეუძლიათ იყონ ბედნიერი სხვებთან ერთად და მარტოობაშიც.
12. არ თვლიან, რომ სამყარო ვალშია მათ წინაშე
ნუ იმედოვნებთ, რომ სამყარო/აქციონერი/დამსაქმებელი/მეუღლე მუდამ და ყოველთვის ვალდებულია გადაგიხადოთ ანაზღაურება და საერთოდ, შეგიქმნათ კომფოტული ცხოვრება. შინაგანად ძლიერი ადამიანები დაბადებიდან მზად არიან მუშაობისთვის და საკუთარი თვისებების და უნარების გამოყენებით წარმატების მისაღწევად.
13. არ მოელიან სწრაფ შედეგებს
არ აქვს მნიშვნელობა რას გეგმავთ — ვარჯიშის, სწორი კვების თუ ახალი ბიზნესის დაწყებას — შინაგანად ძლიერი ადამიანები მზად არიან მოთმინებით ელოდონ შედეგებს. გონიერ ადამიანს ესმის, რომ ნამდვილი გარდაქმნისთვის საჭიროა დრო. იყავით მომთმენი.