რა საერთო აქვთ მსოფლიოს ტოპ-100 კომპანიის ლიდერებს
დაოჯახებული მამაკაცი, საშუალოდ 3 შვილის მამა, მცხოვრები კალიფორნიაში — ეს მსოფლიოს წამყვანი კომპანიების მმართველების პროტოტიპია. ქვემოთ მოცემულია ინფოგრაფიკა, რომელიც 2013 წელს Harvard Business Review-ს მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით შეადგინეს. გამოიკვლიეს მსოფლიოს 100 ყველაზე წარმატებული კომპანიის ხელმძღვანელი (CEO) და აღმოჩნდა რომ:/null საუკეთესო ლიდერების 98% მამაკაცია და მხოლოდ 2% ქალი; 37% ატარებს სათვალეს და 63% — არა; თითქმის ყველა, 97% დაქორწინებულია და საშუალოდ 3 შვილი ჰყავს. საინტერესო სტატისტიკა მამაკაცებში — ხელმძღვანელთა 11% მელოტია, 36%-ს დაწყებული აქვს თმის ცვენა, ხოლო 53% თმიანია. რაც შეეხება განათლებას – ლიდერების 99% აქვს ბაკალავრის დიპლომი და მხოლოდ 29% აქვს მაგისტრის ხარისხი. საერთო რაოდენობის 38% სწავლობდა ამერიკაში, 61% საზღვარგარეთ, მხოლოდ 1%-მა მიატოვა უნივერსიტეტში სწავლა და ეს იყო სტივ ჯობსი აღმოჩდნა, რომ წარმატებული ადამიანების 79% დაწინაურების შედეგად მოხვდა კომპანიის სათავეში, მხოლოდ 17% აიყვანეს კონკურსის წესით და დანარჩენი 4% თავად არის კომპანიის დამფუძნებელი. უფრო დეტალური ინფორმაციისთვის, გაეცანით ქვემოთ მოცემულ ინფოგრაფიკას: |
რა უნდა ისწავლონ პოლიტიკოსებმა მეწარმეებისგან
მუდმივად მიმდინარეობს დისკუსია იმის შესახებ, თუ ვის აკისრია უფრო მნიშვნელოვანი როლი ეკონომიკის წინსვლასა და სამუშაო ადგილების შექმნაში პოლიტიკოსებს თუმეწარმეებს. Docstoc-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი ჯეისონ ნაზარი, საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე Forbes-ის მკითხველებს, განსაკუთრებით კი პოლიტიკოსებს მიუთითებს თუ რა უნდა ისწავლონ მათ მეწარმეებისგან, იმისთვის, რომ რბილ სავარძელში კომფორტულად მოკალათების შემდეგ რეალურად შეძლონ საქმის კეთება.
ჯილდო შედეგია და არა პოზიცია
წოდება “მეწარმეს” ფასი არ აქვს, თუ მას წარმატებული საქმიანობა და ცონდა არ უმყარებს ზურგს. კონგრესმენობა, სენატორობა, მმართველობა და პრეზიდენტობა კი არ არის მიღწევა, არამედ იმ საქმის შესრულება, რომელითაც ისინი უნდა დაკავდნენ, წოდების მოხვეჭის შემდეგ.
როდესაც სახსრებს მოიძიებთ, აუცილებლად შექმენით…
მატერიალური სახსრების მოძიება დასასრული არ არის, ის საქმის დასრულების საშუალებაა. როდესაც ერთგული მხარდამჭერებისგან თანხას იღებთ, აუცილებლად უნდა იფიქროთ რაღაც ღირებულის შექმნაზე, მხოლოდ ამის მერე გაქვთ უფლება კიდევ ითხოვოთ დახმარება.
დამარცხდით სწრაფად
ყველასგან მოელიან მარცხს. მთავარია თანდათან გაუმკლავდეთ დიდ გამოწვევას და თავიდანვე არ ჩაეფლოთ იმ საქმეში რომელსაც წარმატების შანსი არ აქვს.
იმუშავეთ გულმოდგინედ
რამდენი არჩეული თანამდებობის პირი მუშაობს, სრული დატვირთვით, დამატებითი საათების განმავლობაში, რათა მიაღწიონ სრულ მხარდაჭერას და მიიღონ საჭირო კანონები? ქვეყანა ბევრად უფრო კარგ მდომარეობაში იქნება თუ პოლიტიკოსებიც ისევე ბეჯითად იმუშავებენ, როგორც მაგალითად ინჟინრები პრობლემის გადაწყვეტისას.
რისკი=ჯილდო
არავის ახსოვს ობსტრუქციონისტის სახელი. “დასაფასებელია არა კრიტიკოსი, რომელიც მხოლოდ წინაღობებს ხედავს, არამედ ადამიანი რომელიც არენაზე დგას და ბოლომდე იხარჯება მნიშვნელოვანი მიზნის მისაღწევად.”
ფული თავდება
ბიზნესში არ არსებობს ცარიელი ჩეკი, აქ კაპიტალია თქვენი მაშველი რგოლი, რომელიც ფხიზელი გონებითა და განსაკუთრებული დაკვირვებით უნდა მართოთ. ნაღდი ფულის რესურსი შეზღუდულია და როდესაც ის დამთავრდება, თქვენი საქმე წასულია.
ვალი მუშაობს თქვენ სასარგებლოდ, მაშინ როდესაც ვითარდებით
ვალი შეიძლება გახდეს მარტივი და შეღავათიანი საშუალება, რომ თქვენ ფინანსურად გაიზარდოთ, თუმცა ეს ხდება მაშინ, როდესაც წინ მიიწევთ, ვითარდებით, ხოლო მაშინ როდესაც თანხის ხარჯვა განვითარებას არ ხმარდება და საქმე რეგრესისკენ მიდის, ვალი აუცილებლად იქცევა მსხვრევად კისერზე შემოჭერილ მარყუჟად.
მოგება-მოგებისთვის
აუცილებელი არ არის ვინმეს დამარცხება, თქვენ გასამარჯვებლად. ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ ის რაც გვინდა სხვებისთვის გამარჯვების მოპოვების მცდელობაში. ყველაფერი უფრო მარტივია, როცა ორივე მხარე კმაყოფილია.
თქვენი ხედვა უნდა იყოს ნათელი
არავინ გაყვება ლიდერს, რომელმაც არ იცის საით უნდა წავიდეს. თუ მეხუთეკლასელს არ შეუძლია გარკვევით გამოთქვას შენი ხედვა, ის ან ძალიან ჩახლართულია ან ძალიან დამაბნეველი.
იყავით გადამწყვეტი
როდესაც საბოლოოდ ჩამოყალიბდებით სამომავლო ხედვებსა და მოქმედებების თანმიმდევრობაზე, გაერკვევით ზრახვებში, უარი აღარ თქვათ და უკან არ დაიხიოთ.
ხალხი დადებითი ენერგიით და პოზიტივით იკვებება
რამდენჯერ გვინახავს და მოგვისმენია, როდესაც ოპოზიციური პარტიის წევრები ერთმანეთს ლანძღავენ და ამცირებენ? — ხშირად! და აქებენ ერთმანეთს? — თითქმის არასდროს! მეწარმეები კი ცდილობენ ჰქონდეთ მეგობრლი დამოკიდებულება და ისწავლონ ერთმანეთისგან, გაიზიარონ განსხვავებული ხედვები. პოლიტიკოსებმაც იგივე უნდა გააკეთონ, რადგან აღარავის აღაფრთოვანებს პესიმიზმი და ნეგატივი.
ნაკლები დაპირება, მეტი შესრულება
პოლიტიკური კამპანიების უმეტესობა ფარსი და ზღაპარია. შეუსრულებელი დაპირებები, ვერ აუმჯობესებს მოსახლეობის ცხოვრებას და შედეგად პოლიტიკოსები აგრესიას იღებენ. ნაკლების მოლოდინი და მეტი სარგებელი, დადებითად აისახება ხალხზეც და პოლიტიკოსზეც.
მიიღეთ კრიტიკა
ყველა შენიშვნიდან შეიძლება რამის სწავლა — მიეცით კრიტიკოსებს შენიშვნის მოცემის საშუალება და გამოიყენეთ, გაითვალისწინეთ ისინი. ეს სამომავლოდ თავიდან აგაცილებთ უფრო მეტ ცილისწამებას და ბრალდებას.
გიყვარდეთ ის რასაც აკეთებთ
ათასობით და მილიონობით ადამიანის დადებითი წარმოდგენა და მხარდაჭერა დიდი პატივია და თქვენ ეს უნდა დააფასოთ. მიიღეთ და გაითავისეთ დემოკრატიული ღირებულებები, მიუხედავად იმ ნაკლოვანებებისა და შედეგებისა, რომელსაც ის შეიძლება იწვევდეს. ეს საუკეთესო, არასრულყოფილი მმართველობის სისტემაა.
იცნობდეთ თქვენ მომხმარებელს
რა სჭირედბათ, რა უნდათ, რა აღელვებთ? რაც უფრო ახლოს იქნებით მომხმარებელთან/ამომრჩეველთან უფრო მეტად დაჯილდოვდებით გაწეული სამსახურისთვის.
იდეა მნიშვნელოვანია, შესრულება უმნიშვნელოვანესი
ნებისმერი იდეა, რომელიც გენიალურად გვეჩვენება, არაფერია თუ მას სრულყოფილად არ შევასრულებთ.
კონკურენცია უნდა გამხნევდეს
პატიოსანი და მონდომებული კონკურენციის შედეგად, ყველა მოგებაში რჩება. კონკურენცია მუდამ დადებითად აისახება შესრულების ხარისხზე და ის გიბიძგებთ გაუმჯობესებისკენ. თუ შრომა გეზარებათ, მაშინ აქტიური კონკურენცია თქვენთვის დამღუპველია.
გამარჯვება = პრობლემების გადაჭრა
რაც უფრო მეტ პრობლემას გადაჭრით, მით მეტი მომხმარებელი და ამომრჩეველი გეყოლებათ. ფოკუსირება გააკეთეთ მიღწევადის მიწოდებაზე, გაუმჯობესებაზე და შედეგად აუცილებლად დაჯილდოვდებით.
ლიდერები ემსახურებიან კლიენტებს, მაგრამ ყოველთვის ისე არ ფიქრობენ როგორც ისინი
ლიდერი ვერ გახდებით, თუ ისე იქცევი როგორც ყველა დანარჩენი. ჩვენ ვირჩევთ წარმომადგენლებს, ვენდობით მათ, რადგან გვჯერა რომ გადაწყვეტილებებს ჩვენი შეხედულებების მიხედვით მიიღებენ. ისინი ჩვენზე უკეთესები უნდა იყვნენ და მიიღონ რთულ გადაწყვეტილებები ჩვენ სასარგებლოდ, მაშინაც თუ ამას არ ვეთანხმებით.

სად გადის ზღვარი თავდაჯერებულობასა და ქედმაღლობას შორის? (ინფოგრაფიკა)
თუ წარმატებული ბიზნესმენების ერთ გამაღიზიანებელ თვისებაზე უნდა ვისაუბროთ — ეს ქედმაღლობაა.
თუ თავდაჯერებული არ ხართ, რთულია მიაღწიოთ წარმატებას, თუმცა მეწარმეები ხშირად თავდაჯერებულობასა და ქედმაღლობას შორის ბეწვის ხიდზე დადიან.
როგორ უნდა მოახერხოთ იყოთ თავდაჯერებული ისე, რომ ქედმაღლობაში არ გადაგეზარდოთ?ამის პასუხი თავმდაბლობაა და აქ ნამდვილად არ იგულისხმება მოჩვენებითი თავმდაბლობა.
როგორც მეწარმეს, მაშინ გიჩნდებათ რეალური პრობლემები, როცა გაკადნიერდებით და ჩათვლით რომ კონკურენციაზე ფიქრიც კი არ გჭირდებათ. ბევრი კომპანია არსებობს, რომლებმაც მყარად და სტაბილურად დაიწყეს სტარტაპი, და შემდეგ ვიღაცის ქედმაღლური დამოკიდებულების გამო მარცხი განიცადეს.
Funders and Founders-ის მიერ შექმნილი ინფოგრაფიკა გვაჩვენებს განსხვავებას ქედმაღალ და თავდაჯერებულ ადამიანებს შორის.

- თავდაჯერებული ადამიანი ესაუბრება ძლევამოსილ ადამიანებს, იმიტომ რომ დარწმუნებულია საკუთარი იდეების ღირებულებებში. ქედმაღალი ადამიანი ესაუბრება წარმატებულ ადამიანებს, იმიტომ რომ სურთ სხვებმაც ასეთებად მიიჩნიონ.
- თავდაჯერებული ადამიანი აღიარებს როცა რაღაც არ იცის, თუმცა ეჭვი არ შეაქვს საკუთარ ინტელექტში. ქედმაღალი ადამიანი ყოველთვის ამტკიცებს რომ მართალია, რადგან მიაჩნია, რომ შეცდომის აღიარება ზიანს მიაყენებს მის სანდოობას.
- თავდაჯერებული ადამიანი მიმართავს უცნობებს, რადგანაც ეჭვი არ ეპარება საკუთარი კომპანიის ღირებულებებში და საუბრის მნიშვნელობაში. ქედმაღალი ადამიანი მუშაობს საკუთარი ნეთვორქის მეშვეობით, რადგანაც იცის, რომ ის მათთვის მისაღები პიროვნებაა.
- თავდაჯერებული ადამიანი სულელივით იქცევა როცა ამის სურვილი აქვს, იმიტომ რომ იცის საკუთარი თავის ფასი. ქედმაღალი ადამიანი ცდილობს მუდმივად თავდაჯერებული ადამიანივით მოიქცეს, რადგანაც სხვაგვარად შესაძლოა ადამიანებმა ის სერიოზულად აღარ აღიქვან.
აი, რატომ არის რომის პაპი ფრანცისკე ასეთი ეფექტური: 8 რჩევა ყველა ლიდერს
რომის პაპი ფრანცისკეს რეიტინგი შესაძლოა ნებისმიერ ლიდერს შეშურდეს: ამერიკელი კათოლიკების 88% ფიქრობს, რომ ის თავის საქმეს ძალიან კარგად აკეთებს, ხოლო ამერიკელების თითქმის ¾ მისდამი პატივისცემითაა გამსჭვალული. როგორ აკეთებს, ან რას აკეთებს ის ასე კარგად და სწორად?
ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად, ბიზნეს ავტორმა ჯეფრი ა. კრეიმსმა მისი უწმინდესობის მიდგომა გამოიკვლია ლიდერობის თვალსაზრისით და ამ თემას წიგნიც მიუძღვნა: Lead with Humility: 12 Leadership Lessons from Pope Francis. მიუხედავად იმისა, რომ კრეიმსი არ იყო კათოლიკე, მას გაუჩნდა სურვილი დაეწერა პონტიფზე, რადგან ჰოლოკოსტის დროს სასწუალებრივად გადარჩენილი მშობლების შვილი იყო. ის ამ ფაქტს ასე ხსნის: „როცა პაპი ფრანსისი დავინახე, მივხვდი, რომ ის ნამდვილი ანტი-ჰიტლერი იყო.“
ქვემოთ შეგიძლიათ გაეცნოთ პრაქტიკაში გამოყენებულ რამდენიმე ხერხს, რამაც პაპი ასეთ ეფექტურ ლიდერად აქცია და რაც ნებისმიერ ბიზნეს ლიდერს შეუძლია გამოიყენოს:
1. ხმა მიაწვდინეთ არამომხმარებლებს.
პიტერ დრაკერმა ერთხელ აღნიშნა, რომ ყველა ორგანიზაციას უფრო მეტი არამომხმარებელი ჰყავს, ვიდრე მომხმარებელი და უფრო მეტის სწავლა იმ ხალხისგან შეიძლება, რომლებიც თქვენს პროდუქტს არ ყიდულობენ, ვიდრე იმათგან, ვინც ამას ხშირად აკეთებს. 1.2 მილიარდ მიმდევარს თუ გავითვალისწინებთ, შეიძლება ვთქვათ, რომ კათოლიკურ ეკლესიას აქვს ის, რასაც მომხმარებელთა დიდი ბაზა შეიძლება ვუწოდოთ. პაპი ფრანცისკე ძალიან კარგად ახერხებს ხმა მიაწვდინოს არა-კათოლიკებსაც. მის ქადაგებებში ხშირად ისმის, რომ უფალი შეიწყალებს ყველა ჩვენთაგანს და არა მხოლოდ კათოლიკებს. “ეს უბრალო მიდგომა შეიძლება საუკეთესო გზა იყოს საბაზრო წილის გასაზრდელად,“ – ამბობოს კრეიმსი.
2. გარისკეთ.
ახალგაზრდობაში ფრანცისკე ავად გახდა. მონაზონი, რომელიც მას უვლიდა, არ დაემორჩილა ექიმის ინსტრუქციას და ანტიბიოტიკების დოზა სამჯერ გაზარდა, რადგან დარწმუნებული იყო, რომ უფრო დიდი დოზის მიღების გარეშე ფრანცისკე დაიღუპებოდა. „პაპისთვის ეს სიცოცხლისა და სიკვდილის ზღვარზე ცხოვრების მაგალითია,“ – ამბობოს კრეიმსი.
ვერასოდეს იქნებით ეფექტური ლიდერი, თუ ყოველთვის უსაფრთხო გარემოში თამაშობთ, დასძენს ის. „ზღვარზე ცხოვრება – ეს არის ის, რასაც პაპი ყოველ დღე აკეთებს.“
3. განაახლეთ თქვენი ორგანიზაცია.
“არ შეცვალოთ – უბრალოდ განაახლეთ!“ ამბობს კრეიმსი. „პაპი ფრანცისკე ყველაზე უშიშარი რეფორმატორია. მას მიღებული აქვს კათოლიკური ეკლესიის თითქმის ყველა ფრაქცია, რათა ის უფრო ინკლუზიურ რელიგიად აქციოს.“
ზუსტად ასე იქცევიან საუკეთესო ლიდერები, ამბობს ის. „მათ არ ეშინიათ ცვლილებების. ასევე, ადვილად ამჩნევენ როცა მცირე ცვლილებები საკმარისი არ არის. ისინი ანახლებენ თავიანთ ორგანიზაციებს მუდმივად ცვალებად გლობალურ ბაზარზე.“
4. იყავით მომთმენნი.
თუმცა მუდმივი განახლება აუცილებელია, „ავთენტურ ცვლილებებს კვირები და თვეები კი არა, წლები სჭირდება,“ – ამბობს კრეიმსი. ფრანცისკემ არაერთხელ აჩვენა, რომ ეს საკითხი ძალიან კარგად ესმის. „მაგალითად, მისი კურთხევიდან ერთი წელიც არ იყო გასული, როცა განაცხადა, რომ განქორწინებული და მერე ხელახლა შეუღლებული წყვილები წმინდა ზიარებას მიიღებდნენ.“ მან იცის, რომ ასეთი პარადიგმული ცვლილებები შესაძლოა მხოლოდ გრძელვადიან პერსპექტივაში მოხდეს, ამბობს კრეიმსი.
5. იარეთ მიწაზე.
“ფრანცისკეს სძულს სასულიერო პირები, რომლებიც მთელი დღე თავიანთ კაბინეტებში სხედან,“ ამბობს კრეიმსი. ბუენოს აირესის ეპისკოპოსი ჯორჯ მარიო ბერგოლიო შეიმოსებოდა ხოლმე რიგითი მღვდლის ანაფორაში, ღამით გადიოდა ხალხში და ესაუბრებოდა მათ. „როცა ის პაპად ეკურთხა, თავის ერთ-ერთ მთავარეპისკოპოსს უთხრა: „მე ამას ვეღარ გავაკეთებ. ეს ჩემს მაგივრად შენ უნდა გააკეთო ამიერიდანო.“ მას არ სჭირდებოდა შეუვალი ეკლესია, მას სჭირდებოდა ეკლესია, რომელიც ქუჩებში გავიდოდა, რათა მოეძებნა გასაჭირში მყოფი ხალხი და დახმარებოდა მათ. ფრანცისკე არც მისთვის განკუთვნილ ძვირფას აპარტამენტებში გადასულა საცხოვრებლად, არამედ იმ სასტუმროში დარჩა ვატიკანში, სადაც ადრე ცხოვრობდა, „რათა სხვებთან ერთად ეცხოვრა“.
სწორედ, ყველაზე წარმატებული და ეფექტიანები ის ლიდერები არიან, რომლებიც კავშირს ამყარებენ რაც შეიძლება მეტ ადამიანთან. დელეგირება ლიდერობის აუცილებელი ნაწილია, მაგრამ ქვედა საფეხურის თანამშრომლებთან და მომხმარებლებთან კონტაქტს სრულად ნუ მიანდობთ დაქვემდებარებულებს – სხვა შემთხვევაში იზოლირებულ მდგომარეობაში აღმოჩნდებით.
6. მოუსმინეთ, რათა ხმები განასხვავოთ.
ბიზნეს ლიდერებისთვის გაცილებით ადვილია გარს შემოიკრიბონ თანამოაზრე მრჩეველები, ამბობს კრეიმსი. მაშინ, როდესაც ეს ხშირად კომფორტული და ეფექტურია, შეიძლება ასევე გააძლიეროს სტატუს-კვოც, რომელიც არცერთი ორგანიზაციისთვის არ არის კარგი.
“ჩაკეტილობისგან თავის დასაცავად პაპმა შექმნა „ვატიკან 8“ [V8],” – ამბობს კრეიმსი. ეს არის ერთგვარი მრჩეველთა ჯგუფი, რომლის წევრებიც არიან კარდინალები ამერიკიდან, აფრიკიდან, აზიიდან, ავსტრალიიდან, ისევე როგორც ევროპიდან, პლუს ერთი ოფიციალური წარმომადგენელი ვატიკანიდან. „ჩემი აზრით, ეს მისი დირექტორთა საბჭოა,“ – ამბობს კრეიმსი. „ისინი არიან მთელი მსოფლიოდან და მას გადაწყვეტილებების მიღებაში ეხმარებიან. მას სურს სხვა ხალხის მოსაზრებებიც იცოდეს.“
7. ორგანიზაციის მიზნები დააყენეთ საკუთარზე წინ.
“თვისებები, რომლებიც ადამიანებს მწვერვალების მიღწევაში ეხმარება, სწორედ თავმდაბლობაშია,“ – ამბობს კრეიმსი. ორგანიზაციის მიზნების დაყენება საკუთარ მიზნებზე წინ, ხელს შეუწყობს უფრო ძლიერი ორგანიზაციის მშენებლობას, რითაც პირველ რიგში თქვენ ისარგებლებთ, როგორც ლიდერი.
კრეიმსი ამბობს, რომ სწორედ ეს არის ის, რასაც ბერგოლიო აკეთებდა 2005 წელს, როდესაც ის ჯოზეფ რეტზინგერის ერთ-ერთ ძლიერ კონკურენტს წარმოადგენდა პაპის კანდიდატურის დასაკავებლად. ბიულეტინების მეშვეობით, რომელიც არჩევნების დროს აუცილებელია, ის თავის ამომრჩევლებს მოუწოდებდა რეტზინგერისთვის მხარი დაეჭირათ, ნაცვლად იმისა, რომ მასთან ებრძოლათ. „ის ფიქრობდა, რომ მის კონკურენტთან ბრძოლა არჩევანის გაკეთებას დროში კიდევ უფრო გააჭიანურებდა და საერთოდაც არ ფიქრობდა, რომ მისი კანდიდატურა ეკლესიისთვის შესაფერისი იყო,“ – წერს კრეიმსი. (რეტზინგერი პაპად ეკურთხა როგორც ბენედიქტ XVI, მაგრამ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო 2013 წელს გადადგა.)
8. მიეცით მაგალითი.
როგორც უკვე ვთქვით, ბუენოს აირესის არქიეპისკოპოსი ბერგოლიო თავის მღდვლებს მოუწოდებდა ევლოთ ქალაქის ყველაზე საშიშ ადგილებში. ასეთ ადგილებში სასულიერო პირები დაუცველები იყვნენ და ხშირად ხდებოდნენ ძალადობის მსხვერპლნი. მათ ხშირად სასტიკად უსწორდებოდნენ, კლავდნენ, აწამებდნენ. მაგრამ ბერგოლიო მაინც გამოდიოდა ხალხში, სვამდა ჩაის თავის მრევლთან ერთად და ადგილობრივ მღვდლებს მხარდაჭერას უცხადებდა.
2009 წელს კი, როდესაც ერთი სასულიერო პირი კინაღამ მოკლეს იმის გამო, რომ ნარკოტიკების საწინააღმდეგო აგიტაცია ჩაატარა, ბერგოლიო დასეირნობდა ქალაქის ქუჩებში და ინტერესით აკვირდებოდა თუ გამოჩნდებოდა ვინმე, ვინც მას ფიზიკურად გაუსწორდებოდა.” ისინი მას შემდეგ არავის შეუწუხებია,“ – ამბობს კრეიმსი.

რა განასხვავებთ წარმატებულ მეწარმეებს სხვებისგან?
Entrepreneurs, იგივე მეწარმეები ნამდვილად რომ არაორდინალური ადამიანები არიან.
საკმაოდ განსხვავებული თვისებები უნდა გაგაჩნდეს ადამიანს რათა შეგეძლოს იდეისგან შემოსავლის გენერირება. თუკი შეძლებთ და გააცნოებიერებთ, თუ რა განასხვავებს წარმატებულ ბიზნესმენს თქვენსგან და შეძლებთ აითვისოთ მათი ქცევები – კარიერაში დიდ ნაბიჯს გადადგამთ.
1. მეწარმეებს სწამთ რომ შეუძლებელი არაფერია
სწორედ ეს თვისებაა, რომელიც შეუძლებელს რეალობად აქცევს. მეწარმეებს არ ესმით, თუ რატომ არ ისწრაფიან ჩვეულებრივი ადამინაები საკუთარი ოცნებებისა თუ ჩანაფიქრების ასრულებისაკენ და იდეას მხოლოდ იდეად ტოვებენ. მათ არ იციან რას ნიშნავს სიტყვა „შეუძლებელია“ და საკუთარი მისწრაფებების განხორციელებისათის თავდადებულად შრომობენ.
2. როდესაც ჩვეულებრივი ადამიანი დაბრკოლებას ხედავს, მეწარმე უკვე გამოსავალზე ფიქრობს
მეწარმეების ბუნებრივი თვისებაა პრობლემების ძებნის დაწყება სანამ ისინი რეალურად არსებობს, სწორედ რომ მათი საქმეა პრობლემებისაგან წარმატებული პროცესებისა თუ პროდუქტების შექმნა. ნებისმიერი შემხვედრი დაბრკოლება მათ კიდევ უფრო შეუპოვარს ხდის და არ ნებდებიან, სანამ მიზანს არ მიაღწევენ.
3. მეწარმეები უსაზღვროდ ოპტიმისტები არიან
ისინი მუდმივად დარწმუნებულები არიან საკუთარ წარმატებაში და ჭიქას „ნახევრად ცარიელის ნაცვლად, ნახევრად სავსედ“ აღიქვამენ. მიუხედავად იმისა, რომ ეს ოპტიმიზმი ხშირად სხვაგვარად აღიქმება — ერთ-ერთი საუკეთესო თვისებაა, რომელიც მეწარმეებს გააჩნიათ.
4. მათ არ აინტერესებთ ძალაუფლება
არ აქვს მნიშვნელობა იყვნენ თუ არა ოდესმე კორპორატიულ ტოპ პოზიციებზე, მუდამ სწამთ რომ საკუთარი თავისთვის თავად უნდა იმუშაონ და მიაღწიონ დასახულ მიზნებს. ისინი ასევე ვერ ეგუებიან სხვის დაქვემდებარებაში მუშაობას, რადგანაც მხოლოდ საკუთარი მოლოდინის გამართლება აღელვებთ და არა სხვისი.
5. ეს ეხება წესებსაც.
მეწარმეები მხოლოდ საკუთარ თავს პასუხობენ. მათ არ უყვართ ჩარჩოებში თავის მოქცევა და სხვის მიერ შექმნილი წესებით ცხოვრება. მაგრამ, ეს სულაც არ ნიშნავს რომ ისინი კანონებს არ სცემენ პატივს — რა თქმა უნდა არ არღვევნ. ასეთი ტიპის ადამიანები მაღალ სტანდარტებს უწესებენ საკუთარ თავს და უფრო მეტს მოელიან საკუთარი თავისაგან, ვიდრე სხვები – მათგან.
6. მათთვის შესაძლებლობები უსასრულოა
ნამდვილ გიჟად ჩაგთვლიან თუ ეტყვით რომ ყველაფერი მიღწეულია უკვე ამქვეყნად. ისინი სამყაროს შესაძლებლობების უსასრულო წყაროდ უყუყრებენ. სწორედ ამიტომაა, რომ მუდამ ეძებენ წარმატებას და იღწვიან მისკენ. მათი უმეტესობა სიცოცხლის ბოლომდე ახდენს იდეების გენერირებას და აარსებს ახალ კომპანიებს.
წარმატებული მეწარმეების თვისებები მართლაც რომ შთამბეჭდავია, მათი პერსონალური ისტორიების წაკითხვა კი ნამდვილად იძლევა იმის საშუალებას რომ ჩვეულებრივი ადამიანებისთვისაც მოტივაციის რეალურ წყაროდ იქცეს.

რა არის ქარიზმა და რამდენად ქარიზმატულები ხართ
მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები შეიძლება არ დაეთანხმონ სიტყვა „ქარიზმის“ დეფინიციას, ისინი აუცილებლად იტყვიან ვის აქვს ან ვის არ აქვს ქარიზმა. ყველაზე ხშირად დასახებულ ქარიზმატულ ლიდერებს შორის არიან: ჯონ კენედი, მარტინ ლუთერ კინგი, ფრანკლინ დელანო რუზველტი, მაჰათმა განდი, რონალდ რეიგანი, ბილ კლინტონი და ბარაკ ობამა. შოუ-ბიზნეის ქარიზმატულ წარმომადგენლებს შორის სიის სათავეშია ოპრა უინფრი, კლარქ გეიბლი, ჰამფრი ბოგარტი და მერლინ მონრო კი ქარიზმატული ვარსკვლავები არიან წარსულიდან.
ქარიზმატულ პირებს, როგორებიც არიან ბილ კლინტონი, მაჰათმა განდი და ოპრა უინფრი თითქოს აქვთ რაღაც პატარა საერთო (გარდა მათი გავლენისა და პოზიციებისა). თუმცა ყველა აცნობიერებს, რომ მათ აქვთ რაღაც განსაკუთრებული და ეს განსაკუთრებული არის ქარიზმა.
პერსონალური ქარიზმა არ არის იგივე ქარიზმატული ხელმძღვანელობა, მაგრამ ქარიზმატული ლიდერები ძირითადად ფლობენ ყველა იმ თვისებას, რაც საჭიროა პერსონალური ქარიზმისთვის.
პერსონალური ქარიზმა სოციალური და ემოციური გამოცდილებების ნაზავია, რომელიც ქარიზმატულ პირებს საშუალებას აძლევს იმოქმედოს და გავლენა მოახდინოს სხვების ემოციებზე, ადვილად დაამყარონ მათთან კომუნიკაცია და ჩამოაყალიბონ ძლიერი ურთიერთობები.
გთავაზობთ პერსონალური ქარიზმის შემდეგ ელემენტებს:
ემოციური გამომხატველობა ქარიზმატული პირები გამოხატავენ თავიანთ გრძნობებს სპონტანურად და გულწრფელად. ეს უზრუნველყოფს, რომ გავლენა მოახდინონ სხვების ემოციებსა და ხასიათზე. ჩვენ ყველანი ვიცნობთ ისეთ ადამიანებს, რომლებიც განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევენ ოთახში შემოსვლისთანავე. ჩვეულებრივ, ამ ტიპის ადამიანები პოზიტიურად მოქმედებენ ჩვენზე, მაგრამ შეიძლება უარყოფითი გავლენაც მოახდინონ, როცა არიან გაბრაზებულები ან გაღიზიანებულები.
ემოციური მგრძნობელობა ეს არის სხვისი ემოციების გამოცნობის უნარი, რაც საშუალებას აძლევს ქარიზმატულ პიროვნებას, რომ ემოციური კავშირი დაამყარონ თავიანთი საპასუხო გრძნობებით. ამბობენ, რომ ბილ კლინტონს ჰქონდა განსაკუთრებული უნარი, რომლის წყალობითაც ნებისმიერ ადამიანს თავს აგრძნობინებდა, თითქოს ის იყო ერთადერთი იმ ოთახში და მხოლოდ მას ელაპარაკებოდა.
ემოციური კონტროლი. ჭეშმარიტად ქარიზმატულ პიროვნებებს აქვთ უნარი, რომ აკონტროლონ თავიანთი ემოციები. ისინი არიან კარგი მსახიობები, რომლებიც მაშინ გამოხატავენ შარმს, როცა სჭირდებათ.
სოციალური გამომხატველობა ეს არის ვერბალური კომუნიკაციის უნარი. ქარიზმატულ ადამიანებს შეუძლიათ კარგი დიალოგი. ისინი გავლენას ახდენენ სხვებზე თავიანთი ემოციური გამომხატველობით, თუმცა ემოციების გარდა, არანაკლები ძალა აქვს მათ სიტყვებსაც. თითქმის ყველა ქარიზმატულ ლიდერს შეუძლია ჰქონდეს ეფექტური საჯარო გამოსვლა.
სოციალური მგრძნობელობა ეს არის სოციალური სიტუაციების კითხვის და ინტერპრეტირების უნარი, ასევე უნარი შეგეძლოს სხვების მოსმენა და იყო მათთან კავშირში. ეს ეხმარება ქარიზმატულ ადამიანებს იყვნენ მგრძნობიარენი გარშემო მიმდინარე მოვლენებისადმი.
სოციალური კონტროლი ეს არის სოციალური უნარი, რომელიც მნიშვნელოვანია ქარიზმატული ლიდერებისთვის. ეს ეხმარება მათ, რომ მოერგონ ნებისმიერ ადამიანს და დაამყარონ მათთან ემოციურ-სოციალური კავშირები.
გარდა ამ 6 ძირითადი ნაწილისა, გასათვალისწინებელია, რომ საჭიროა ბალანსი სხვადასხვა უნარებს შორის. მაგალითად, მოჭარბებულმა ემოციურმა გამომხატველობამ საჭირო კონტროლის გარეშე შესაძლოა, სულაც არ შეუწყოს ხელი პერსონალურ ქარიზმას.
გასათვალისწინებელია, რომ ადამიანებმა შეიძლება ნებისმიერ დროს განავითარონ თავიანთი საბაზისო სოციალური უნარები და მათ შორის, გახდნენ უფრო ქარიზმატულები.

ვინ ხართ თქვენ: მეწარმე თუ მცირე ბიზნესის მფლობელი? მათი განსხვავება მნიშვნელოვანია!
წლებია, რაც ქართულ ეკონომიკაში მცირე ბიზნესების მნიშვნელობას და როლს განიხილავენ, და მათი ხელშეწყობის მიზნით სხვადასხვა მასშტაბის პროექტებს ამუშავებენ. ჩვენდა სასიხარულოდ, სულ უფრო მეტი ადამიანი ცდილობს ბიზნესში წარმატების მიღწევას და სტაბილურ ხელფასიან კარიერას მეწარმეობას ამჯობინებენ. თუმცა, ტერმინთა მრავალფეროვნება ხშირად ერთგვარ გაურკვევლობას ქმნის და არასწორად ხდება მათი ინტერპრეტაცია და გამოყენება.
როგორც აღმოჩნდა, სიტყვა Entrepreneur, იგივე მეწარმე, შინაარსობრივად განსხვავდება მცირე ბიზნესის მფლობელისგან. ხშირად მეწარმე გაიგივებულია ადამიანებთან, ვისაც აქვთ მცირე ბიზნესი. ასე რომ, დროა გავაცალკევოთ ისინი ერთმანეთისგან და განვმარტოთ, თუ რა ძირითადი განსხვავებებია მათ შორის. მიუხედავად იმისა რომ მეწარმესაც და მცირე ბიზნესის მფლობელსაცშეუძლიათ ჰქონდეთ მცირე და მიკრო ბიზნესი, ისინი ერთმანეთისგან განსხვავდებიან ლიდერობის სტილით და ბიზნესის მართვასთან დაკავშირებული პრინციპებით. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ერთი სჯობს მეორეს — ისინი უბრალოდ განსხვავდებიან.
გაეცანით ქვემოთ მოცემულ შედარებებს და პარალელურად იფიქრეთ იმაზე, თუ რომელი მათგანი ხართ თქვენ, რათა შემდგომში სწორი მოლოდინი გქონდეთ საკუთარი თავისგან.
მცირე ბიზნესის მფლობელებს აქვთ შესანიშნავი იდეა.

- ისინი სთავაზობენ საზოგადოებას კონკრეტული პრობლემის გადაჭრას;
- მათ იციან თავიანთი საქმე;
- იცნობენ სამიზნე აუდიტორიას;
- იციან რა აბედნიერებთ მათ მომხმარებლებს;
- ისინი ემსახურებიან თავიანთ მომხმარებლებს.
- მათ დიდი ოცნებები აქვთ;
- ისინი სხვაგვარად ფიქრობენ;
- მათი იდეები ეხება სიახლეებს, ისეთს რაც ჯერ არავის მოუსინკავს, რაზეც არავის უმუშავია.
- ხშირ შემთხვევაში არც კი იციან რამდენად შესაძლებელია მათი იდეების განხორციელება, რაც კიდევ უფრო საინტერესოს ხდის მუშაობას.
- მათ მოსწონთ იმის ცოდნა, თუ რა მოხდება შემდეგი და რის საფუძველზე;
- ისინი კარგად გათვლილ გადაწყვეტილებებს იღებენ, სადაც გარკვევით ჩანს მოსალოდნელი შედეგი;
- შედეგი არ იქნება ძალიან დიდი, მაგრამ ტიპიურად საკმარისი იქნება იმისთვის რომ მათ მუშაობის მოტივაცია შეუნარჩუნოს.
- ისინი უფრო ხშირად გადადიან საზღვრებს;
- თავით ეშვებიან თავიანთი მიზნის შესრულებისთვის და გაცნობიერებული აქვთ რომ თუ ყველაფერს გააკეთებენ, რაც საჭიროა — აუცილებლად გაამართლებს.
- მათ აქვთ ყოველდღიური და ყოველკვირეული გეგმა(to do list);
- ისინი მართავენ თანამშრომლებს;
- ურთიერთობენ მომხმარებლებთან და მათთან ერთად მუშაობენ;
- სრული წესრიგი აქვთ და ყველაფერს აკონტროლებენ.
- მაშინ, როცა მათი გუნდი ფიქრობს თუ რა აქვთ გასაკეთებელი იმ კვირაში, მეწარმეები ფიქრისას ახლანდელ დროს უგულვებელყოფენ და კომპანიის მომავალზე ფიქრობენ;
- მეწარმეებს ჰყავთ ადამიანები, ვინც მართავს მათ კომპანიებს. და თუ ჯერ არ ჰყავთ — მალე ეყოლებათ.
- ისინი არასდროს გეგმავენ თავისი ბიზნესის გაყიდვას ან სხვისთვის გადაცემას, გარდა ოჯახის წევრებისა;
- მათ მოსწონთ გადაწყვეტილებების მიღება და ბიზნესის ყოველდღიურ საქმიანობაში ჩართულობა.
- მათ სურთ ზრდა და ისევ ზრდა;
- მიუხედავად იმისა რომ არ ფოკუსირდებიან ბიზნესის გაყიდვაზე, თავიდანვე ისეთ სისტემას აწყობენ, რომ ბიზნესმა მათ გარეშეც შეძლოს ფუნქციონირება;
- ირგვლივ შემოიკრებენ ექსპერტებს, თუმცა თვითონ აღმოჩნდებიან ხოლმე ამინდის განმსაზღვრელი.
ნამდვილი ლიდერობა ყველგან და ყველაფერში მნიშვნელოვანია
არ აქვს მნიშვნელობა მეწარმე ხართ, ინვესტორი, რომელიმე კომპანიის მენეჯერი თუ ბიზნესის აღმასრულებელი დირექტორი (CEO) — თქვენს მიერ გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი მნიშვნელოვანია ყველგან და ყოველთვის!
ნამდვილი ლიდერები ყოველთვის უზიარებენ სხვებს საკუთარი ჩვევებისა და ქცევების შესახებ მოსაზრებებს. კარგი კი ისაა, რომ მათი სწავლა-ათვისება შესაძლებელია საკუთარ თავზე მუშაობის შედეგად:
მართეთ სწორი ხედვით: თუ თქვენი ხედვა საკმაოდ განსხვავებულია და უნარი შეგწევთ გაუზიაროთ სხვებს, აქ თქვენი ლიდერობა უდავოდ მნიშვნელოვანი ფაქტორია, რადგან პიროვნების სიძლიერე მიზნიდან გამომდინარეობს.
მართეთ სწორი კომუნიკაციით: როდესაც გააზრებული გაქვთ რომ კომუნიკაცია ორმხრივი მოვლენაა, უზიარებთ თქვენს გარშემომყოფებს საკუთარ აზრს და მზად ხართ მოუსმინოთ მათ — ეს თქვენი ლიდერული თვისებების ხაზგსმაა.
მართეთ ფასეულობებით: როდესაც ფიქრობთ როგორ მოუტანოთ სიკეთე კოლეგებს, კლიენეტებს, მომხმარებლებს — თქვენი ლიდერული თვისებებით ზრუნავთ მათზე;
მართეთ სხვისი წარმატების აღიარებით: როდესაც აღიარებთ სხვის სამუშაოს და აფასებთ, სწორედ რომ თქვენი ლიდერული თვისებებიდან გამომდინარე იცით, თუ როგორ უნდა მოექცეთ მათ.
მართეთ ისე რომ ბევრი ნაცნობები შეიძინოთ. როდესაც უნარი შეგწევთ აშენოთ ღირებული ურთიერთობები თქვენი ლიდერული თვისებების წყალობით პირად საკუთარ სიძლიერეზე მაღლა დგახართ.
მართეთ ხასიათით: როდესაც ლიდერობა თქვენს ხასიათშია ფესვგადგმული ეს თქვენს საქმისადმი ერთგულებაზე მიუთითებს.
მართეთ, რომ სხვებიც გააძლიეროთ: როდესაც თქვენ შინაგანად მოტივაციას უკეთებთ გარშემომყოფებს, ნერგავთ თვითდაჯერებულობას მათში, თქვენი ლიდერობის წყალობით საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღებას ასწავლით მათ.
მართეთ შეკითხვებით: ლიდერობის გამო შეკითხვას სხვამთ, რადგან აღიარებთ, რომ ბევრ საკითხზე არ გაქვთ პასუხები.
მართეთ ნაყოფიერად: როდესაც მიზნები მიღწევადი და მნიშვნელოვანია, ყველა გადაწყვეტილების მიზეზი ახსნადი და საკითხები განხორციელებადი, ზუსტად რომ თქვენი ლიდერობის დამსახურებაა, რადგან ის დაფუძნებულია მომავლის შექმნისა და შენების რწმენაზე.
ნამდვილი ლიდერობა სინონიმია ნებისმიერი წარმატებული კომპანიებიისა თუ ბიზნესის. რაც უფრო მეტ რესურესებს დახარჯავთ ლიდერული თვისებების განვითარებაზე, უფრო იაფი დაგიჯდებათ უკეთესი შედეგების მიღწევა.
როდესაც ხელშესახებ ცვლილებებს ქმნით, თქვენ ხართ ლიდერი, რომელიც საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი ადამიანია.

როგორ ვიყოთ უფრო დიპლომატიურები?
იყო დიპლომატიური ხშირად ნიშნავს რომ შენთვის შეინახო შენი მოსაზრებები. თუმცა, დიპლომატია არ გულისხმობს კონფლიქტის თავიდან არიდების მიზნით დუმილის შენარჩუნებას, არამედ — საუბრის ან მოქმედების დაწყებამდე წინასწარ შეაფასო სიტუაცია და მიიღო საუკეთესო გადაწყვეტილება. სწორედ ეს გვაძლევს შესაძლებლობას, მოვახდინოთ ფაქტების ინტერპრეტირება, ვიყოთ დელიკატურები და ვიცოდეთ რა და როგორ ვთქვათ იმისთვის, რომ უფრო დიპლომატიურები გამოვჩნდეთ. ასე მოქცევა შესაძლოა ძალიან რთულიც აღმოჩნდეს განსაზღვრულ სიტუაციებში, განსაკუთრებით მაშინ, როცა ის პერსონალურად თქვენზე და თქვენს გრძნობებზე მოქმედებს, მაგრამ, რამდენიმე ზოგადი რჩევა მაინც დაგეხმარებათ იმაში, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში მეტად დიპლომატიურები იყოთ.
1. იფიქრეთ, სანამ იმოქმედებთ. იმ შემთხვევაშიც კი, როცა ძალიან გაბრაზებული ან ნაწყენი ხართ, ჩაისუნთქეთ და იფიქრეთ მანამ, სანამ რამეს იტყვით ან გააკეთებთ. საკუთარ თავს უთხარით „ჩაისუნთქე“ და შეინარჩუნეთ სიმშვიდე. ეს შეიძლება ერთი შეხედვით რთული ჩანს, თუმცა, სიტუაციის მეორედ შეფასება ნამდვილად არ წარმოგაჩენთ იმპულსურ და ამპარტავან ადამიანად.
2. ყურადღება გაამახვილეთ სიტუაციის გამომწვევ ფაქტორებზე. რამდენიმე წამით უკან დაიხიეთ და შეეცადეთ, ობიექტურად გააანალიზოთ სიტუაცია და შეაფასოთ ფაქტობრივი ინფორმაცია პირადი ემოციების გარეშე.
3. ისაუბრეთ გაბედულად და დამაჯერებლად. ისაუბრეთ მარტივი ენით ისე, რომ თანამოსაუბრემ ყველაფერი გაიგოს.
4. ნუ იქნებით კონფრონტაციული. კარგია თუ ხართ დაჟინებულები და ეს მტკიცებითი ტონი შეიძლება დაგეხმაროთ კიდეც იმაში, რომ უფრო მოგისმინონ. თუმცა, თავი აარიდეთ კონფრონტაციასა და ზედმეტად აგრესიული ენის გამოყენებას.
5. თავი აარიდეთ ზედმეტად ემოციურ სიტუაციებს. თუ თქვენ უკვე ხართ ჩაბმული ისეთ საუბარში, რომელიც უკვე ემოციური და არგუმენტირებულია, თქვენი მცდელობა, იყოთ დიპლომატიურები, წარუმატებელი იქნება.
6. არ შეგაწყვეტინონ
7. აირჩიეთ დიპლომატიური პოზა
8. იყავით თავდაჯერებულები
იყო დიპლომატიური ნიშნავს, რომ იყო თავდაჯერებულიც. ასე რომ, იყავით.

- ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, თუ თქვენ ხართ საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში. მაგალითად,მაღაზიაში, რომ არ მიმართოთ უხეშ გამყიდველს ან რესტორანში ურჩ ბავშვს, რომელიც ხელს გიშლით ვახშმობაში.
2. ყურადღება გაამახვილეთ სიტუაციის გამომწვევ ფაქტორებზე. რამდენიმე წამით უკან დაიხიეთ და შეეცადეთ, ობიექტურად გააანალიზოთ სიტუაცია და შეაფასოთ ფაქტობრივი ინფორმაცია პირადი ემოციების გარეშე.
3. ისაუბრეთ გაბედულად და დამაჯერებლად. ისაუბრეთ მარტივი ენით ისე, რომ თანამოსაუბრემ ყველაფერი გაიგოს.
4. ნუ იქნებით კონფრონტაციული. კარგია თუ ხართ დაჟინებულები და ეს მტკიცებითი ტონი შეიძლება დაგეხმაროთ კიდეც იმაში, რომ უფრო მოგისმინონ. თუმცა, თავი აარიდეთ კონფრონტაციასა და ზედმეტად აგრესიული ენის გამოყენებას.
- სცადეთ უბრალოდ თქვათ „არა“, ნაცვლად „არ არსებობს გამოსავალი“ ან „თქვენ ალბათ ხუმრობთ“.
5. თავი აარიდეთ ზედმეტად ემოციურ სიტუაციებს. თუ თქვენ უკვე ხართ ჩაბმული ისეთ საუბარში, რომელიც უკვე ემოციური და არგუმენტირებულია, თქვენი მცდელობა, იყოთ დიპლომატიურები, წარუმატებელი იქნება.
- შესთავაზეთ კამათში ჩართულ მხარეებს, რომ ცოტახნით შეისვენონ და საუბარი მას შემდეგ განაგრძონ, რაც დამშვიდდებიან.
- იყავი მედიატორი დაპირისპირებულ მხარეებს შორის, რაც დაგეხმარებათ ყველას მიმართ დიპლომატიურები იყოთ და ყველა დაინახავს, რომ მხარეს არ წარმოადგენთ.
6. არ შეგაწყვეტინონ
- ზრდილობიანად აუხსენით ადამიანს, რომელიც გაწყვეტინებთ, რომ ნება დაგრთონ, გააგრძელოთ საუბარი.
- უთხარით მათ, რომ ისაუბრონ მაშინ, როცა თქვენ დაასრულებთ.
7. აირჩიეთ დიპლომატიური პოზა
- გამოიყენეთ ნეიტრალური სხეულის ენა. საუბრის დროს უყურეთ ადამიანებს თვალებში და ისაუბრეთ მშვიდად, დაბალ ხმაზე.
- მოადუნეთ სხეული.
- თავი აარიდეთ ხელების ქნევას, რადგან ეს შეიძლება აგრესიულ ტონად აღიქვას ოპონენტმა.
- არ იფიქროთ, რომ აუცილებელია ყოველი წინადადების შემდეგ ღიმილი ან სიცილი იმისთვის, რომ დიპლომატიური გამოჩნდეთ. ზედმეტად მეგობრულმა ტონმა შესაძლოა, თქვენს კოლეგებში არასერიოზული დამოკიდებულება გამოიწვიოს.